пятница, 28 ноября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ბუკლეტი

დღევანდელი დღე იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო. გავეცანი მე-3-ე მოდულს: კავშირებს,საავტორო უფლებებს.განვიხილეთ საავტორო უფლებების გაცნობიერება.გადმოვიტანეთ სურათები ჩვენს საქაღალდეებში და მიუთითეთ საავტორო უფლებები.გავაკეთეთ კომენტარები ბლოგებში.შევისწავლეთ ბლოგზე ლინკის დადება, გაზიარება და სურათის ჩასმა. შესწავლილ მასალას ჩემს საქმიანობაში საფუძვლიანად გამოვიყენებ რომელიც ასევე იქნება ჩემი მოტივაციის ამაღლების საფუძველი,რათა განვახორციელო საინტერესო პროექტები.გმადლობთ.

четверг, 27 ноября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დგეს განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო. გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, მეთოდებს,ისტრუმენტებს. გავეცანით zip ფაილებს.პროექტის გეგმაში შევავსე შეფასების დროის ჩარჩო. შეფასების დროის ჩარჩოში განვიხილე და შევავსე "ვიცი, მინდა, ვიცოდე"ინსტრუმენტი.  გავეცანი რომეოს თემის პორთფოლიოს პრეზენტაციას და დავიწყე ჩემი საპრეზენტაციო პორთფოლიოს შექმნა.ტრენინგი ყოველი მეცადინეობის შემდეგ უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

вторник, 25 ноября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია


ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვწერე მუსიკის სტანდარტი, რომელიც დამეხმარება პროექტის შექმნისთვის.გავეცანი მეორე მოდულის აქტ.1. და აქტ.2.დავიწყე პროექტის გეგმის შედგენა.პროექტის თემად ავიღე "ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა- ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი". პროექტის შექმნისთვის გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართულობას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
-როგორ გვეხმარება მუსიკა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
თემატური კითხვები
-როგორი შეხედულება აქვს ქართულ ხალხურ ფოლკლორზე 21-ე საუკუნის ახალგაზრდობას?
შინაარსობრივი კითხვები
-რას ნიშნავს ტერმინი „ფოლკლორი“?
-რა განსხვავებაა ხალხურ და პროფესიულ მუსიკას შორის?

четверг, 20 ноября 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით ,პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, ბუკლეტების დამზადების სახით.ბუკლეტების დასამზადებლად გამოვიყენეთ ვორდის პროგრამა.ვი-მუშავეთსაპრეზენტაციო პროგრამაში.გავეცანით გუგლ დოკუმენტებში ფაილების ატვირთვა და ჩამოტვირთვა.ბუკლეტების დამზადება დაგვეხმარება აუხსნათ დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენი პროექტის მიზნები.

პირველი დღის რეფლექსია



დღეს გავეცანი viewer-ის პროგრამას,მასში არსებულ მოდულებს,დამატებით რესურსებს, შევქმენით საქაღალდეები.განვიხილეთ რესურსები. განვიხილეთ რესურსი რომეო და ჯულიეტა/საპროექტო გეგმა/ და დაგვევალა ამ პროექტის თემის მიხედვით  ავირჩიოთ პროექტისთვის თემა. შევქმენით ბლოგი. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და გასაგები იყო. ამ დღით დაიწყო ინტელის ტრენინგი  "პროექტებით სწავლება", რომ-
ლის მიზანია პროექტების შექმნა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში.ვეცდები ყოველივე კარგად გავიაზრო და გამოვი-
ყენო მუშაობის პროცესში.